logo_geo
თანასოფლელებმა 19 წლის ბიჭი მოკლეს
- +

1 თებერვალი. 2019. 20:23

 

მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. მოკლულია 19 წლის ბიჭი. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა თანასოფლელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, სოფლის მეჩეთის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.  ადგილობრივების ცნობით კი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მათივე თქმით, მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი