logo_geo
„ლადო გრიგალაშვილი ციხეში ამბობს, რომ ჩემი შვილი მისმა დაქალმა მოკლა“- თემქაზე მოკლული გოგონას მამა
- +

2 თებერვალი. 2019. 12:55

 

 

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი შეყვარებულის მკვლელობას ანას მეგობარს აბრალებს - ეს ინფორმაცია მიიღო მოკლული გოგონას მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა.

 

როგორც „ნიუპოსტს“ ნაცვლიშვილმა უთხრა, „გრიგალაშვილი ისტორიებს თხზავს“.

 

„ციხიდან გამოვიდა ამბავი, როგორ ლაპარაკობს ლადო გრიგალაშვილი, რომ თითქოს ანა მისმა დაქალმა მოკლა, თუმცა სახელს არ ასახელებს“,- აცხადებს მამუკა ნაცვლიშვილი.

 

შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოძიებამ გრიგალაშვილი დაჰკითხოს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი „ლადო გრიგალაშვილმა მოკლა“.

 

„სისულელეა, ჩემი შვილი ლადომ მოკლა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილის მამამ.

 

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი გასული წლის 22 თებერვალს მოკლული იპოვეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

 

საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი