logo_geo
გაზით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს
- +

6 თებერვალი. 2019. 14:24

 

„თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.

 

როგორც რადიო „მოზაიკა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, მძარცველებმა სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

 

„სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს“, - განუცხადეს რადიო „მოზაიკას“.

 

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოჰკითხეს.

 

გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

 

 

წყარო - http://radiomosaic.ge

 

big_banner
არქივი