თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.