logo_geo
ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ქალს რვა წლით პატიმრობა შეეფარდა
- +

12 თებერვალი. 2019. 21:04

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მიმართ გახორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულების – თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას, სასჯელის ზომად, თავისუფლების რვა წლით აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა შეეფარდა.

 საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულ-მკერდის მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი