logo_geo
ბათუმში, 84 წლის ქალი დააყაჩაღეს - დაკავებულია ორი ადამიანი
- +

13 თებერვალი. 2019. 23:43

 

 

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ, ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სახლი გაძარცვეს. მძარცველები სახლში მოტყუებით შევიდნენ, სახლში მყოფი 84 წლის ხუტა ბელქანია, წებოვანი ლენტით სკამზე მიაბეს.

 

 დაზარალებული ქალბატონი, აფხაზეთიდანაა დევნილი და ის ერთ-ერთ სოციალურ სახლში მარტო ცხოვრობს. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.დაზარალებული განმარტავს, მძარცველებმა თავი გაზის კომპანიის წარმომადგენლებად წარუდგინეს.

 

გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დავაკავეთ ორი პირი. მათ ახლობლის ბინას შეაფარეს თავი. დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით,”– განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი