logo_geo
ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს
- +

22 თებერვალი. 2019. 18:02

 

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე დააკავეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

 

ვეტერანი ძიუდოისტი ამჟამად პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

 

„იაპონიაში საქართველოს საელჩოში, ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საქართველოს საელჩო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოხდა იაპონიაში ირაკლი ცირეკიძის დაკავება. ყოფილი ძიუდოისტი ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.

 

 

 

 

big_banner
არქივი