logo_geo
ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს
- +

6 მარტი. 2019. 12:47

 

ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს. გავრცელებული ცნობით, წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის აკუმულატორი.

 

შემთხვევა ზუგდიდში, ვახტანგ VI-ის ქუჩა-ზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

„ბოლო ერთი თვის მონაცემით, ზუგდიდში უკვე მეორე ფაქტია, როცა ევროკავშირის მანქანა გაქურდეს. ნიკორას მაღაზიაში მოხდა ხულიგნობა, რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს და ა. შ. ანუ, ფაქტიურად, დავუბრუნდით 90-იან წლებს, როდესაც საქართველოში მეფობდა რეკეტი, მეფობდა ქურდობა, ყაჩაღობა, ნარკომანია“, - განაცხადა ზუგდიდის მცხოვრებმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი