logo_geo
გლდანში გატაცებულმა მძევალმა გოგომ, ბიძაშვილისთვის შეტყობინების გაგზავნა შეძლო
- +

8 მარტი. 2019. 19:42

 

ცნობილი ხდება გლდანში ავტომობილის გატაცებისას მძევლად აყვანილი კიდე ერთი პირის ვინაობა. ის მირანდა გერაძეა. ახალგაზრდა ქალი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

პოლიციის განყოფილებასთან, რამდენიმე წუთის წინ მივიდა მირანდა გერაძის ნათესავი. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც გამტაცებლებმა მძევალი ქალი მანქანიდან გადმოაგდეს, მირანდა გერაძემ მას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავა. შეტყობინებაში ის ყვებოდა, რომ  ზურაბ ბერიკაშვილთან ერთად "სუბარუს" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ შეიარარებული პირები დაესხნენ თავს და იარაღის მუქარით გაკოჭეს. გოგონა  ავტომობილის სალონში, მამაკაცი კი საბარგულში იყო დამწყვდეული.

 

მირანდა გერაძის ნათესავის ინფორმაციით, გამტაცებლებს მძევლები მთალი ღამის განმავლობაში ტყეში ჰყავდათ. მათ თავდაპირველად ახალგაზრდა ქალი, მოგვიანებით კი მამაკაცი გაათავისუფლეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი