logo_geo
სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 84 წლის ქალს მეოთხე დღეა ეძებენ
- +

11 მარტი. 2019. 18:35

 

 

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 84 წლის ხანუმ გუსეინოვას მეოთხე დღეა ეძებენ. ის ბოლოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ტერიტორიაზე, ფერმაში ნახეს.

 

ქალის ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახლში არ დაბრუნდა.

 

„ბოლოს რვა მარტს ვნახე და მას შემდეგ ვეძებთ. სოფელ ბოდბესთან ახლოს, ფერმაში იყო შვილთან ერთად. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაღაცები ავიწყდებოდა, არ ვიცით, სად შეიძლება წასულიყო. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ“, - აცხადებს დაკარგული ქალის ახლობელი ელვან გუსეინოვი.

 

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახურია ჩართული. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი