logo_geo
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
- +

12 მარტი. 2019. 12:44

 

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ მარნეულში, ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა ერთი კვირის წინ, 5 მარტს მოხდა.

 

სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად. საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერმა“ გაავრცელა. მედიის ცნობით, ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთხელ დაარღვია.

 

როგორც „ტაბულას“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლით და 1261 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

 

წყარო - recorder.ge

 

big_banner
არქივი