logo_geo
სპეცოპერაციის შედეგად ნარკოვაჭრობის ბრალდებით, დედა და მისი ორი შვილი დააკავეს
- +

12 მარტი. 2019. 18:59

 

 

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია ფონიჭალაში დასრულდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც დილიდან სპეცრაზმის ალყაში იყო მოქცეული, სამართალდამცავებმა სამი პირი - დედა და მისი ორი შვილი - 21 და 24 წლის მამაკაცები დააკავეს.

 

სამივე მათგანს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გასაღებას ედავება.

 

ქალი დღეს, დილით, თბილისში დააკავეს, ხოლო მისი შვილები დღის მეორე ნახევარში ფონიჭალაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

 

მეზობლებმა ახალგაზრდა მამაკაცების დაკავება გააპროტესტეს და შეეცადნენ, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

 

საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მანქანიდან, რომელიც დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა, ნივთმტკიცებად რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 

დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იციან, ვის ეკუთვნის ნარკოტიკული საშუალებები და როგორ მოხვდა ისინი მათ კუთვნილ მანქანაში.

 

„ჩემი მხარე ამბობს, რომ მისი არ არის. საიდან ვინ მოიტანა, არ იცის და ასე ვთქვათ, წესით და რიგით, რეალიზაციის თემა, თითქოს, ნარკოტიკული ნივთიერების ინფორმაცია იყო, ამ ეტაპზე არ დასტურდება. გარკვეული მოხმარების მიმართულებით შეიძლება, იყოს ეჭვები“, - აცხადებს დაკავებულების ადვოკატი.

 

 

big_banner
არქივი