logo_geo
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართება
- +

13 მარტი. 2019. 10:52

 

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა.

 

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

 

 

 

big_banner
არქივი