logo_geo
გურიაში 19 წლის ბიჭს პოლიციამ 6 ამპულა „მორფი“ უპოვა
- +

14 მარტი. 2019. 14:46

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში 19 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც 6 ამპულა „მორფი“ აღმოუჩინეს.

 

შსს ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ ბიჭი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი