logo_geo
საგარეო უწყების ცნობით, კვიპროსში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ნორმალურ პირობებში იმყოფება
- +

15 მარტი. 2019. 11:11

„კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საზღვარზე დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ნორმალურ პირობებში იმყოფება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„დაკავებულები ნორმალურ პირობებში არიან, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ საკვები არ აქვთ, არ შეესაბამება სიმართლეს. მესაზღვრეები მათ მუდმივად აწვდიან საკვებს. ჩვენი საკონსულოც და კონსულიც მუდმივ კონტაქტზეა მესაზღვრეებთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ლარნაკას აეროპორტში, საქართველოს 8 მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ მისცეს და უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მესაზღვრეები ვერ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარს ტურისტული მიზნით კვეთდნენ. 8-ვე მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში კვირის ბოლოს იგეგმება.

 

 

 

big_banner
არქივი