logo_geo
გომბორზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

15 მარტი. 2019. 13:46

 

 

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს „ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

 

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი