logo_geo
გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს
- +

15 მარტი. 2019. 18:41

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 7 დღის წინ დაკარგული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, მშობლები წითელსოფელთან ნაპოვნი ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დაკარგული გიგი გეგეჭკორია.

 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი ბოლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში, არ დადასტურდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი