logo_geo
ხონში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
- +

18 მარტი. 2019. 14:46

 

ხონში, „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის მიმდებარე ტერიტორიიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. უცნობმა პირებმა, აპარატი გვიან ღამით წაიღეს. დაუდგენელია წაღებული თანხის ოდენობა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, ხონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზები.

 

 

 

 

big_banner
არქივი