logo_geo
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 3 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს
- +

24 მარტი. 2019. 14:30

 

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს.

 

„რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დათხოვნილები არიან შსს-ს რიგებიდან, ხოლო მომხდარ ფაქტზე მოკვლევა ყველა მიმართულებით გრძელდება“, - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

 

შეგახსენებთ, 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი