logo_geo
მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და ამოსვლა ვერ მოახერხა - 87 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
- +

26 მარტი. 2019. 13:26

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში, 22 მარტიდან დაკარგულ 87 წლის თალიკო პატარაიას ცხედარს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ, რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

 

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დაუდასტურეს.

 

„22 მარტიდან, როგორც კი მივიღეთ შეტყობინება, ქალბატონს ვეძებდით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამსახური და ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ“, - აცხადებენ უწყებაში.

 

სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და ამოსვლა ვერ მოახერხა. ბოლოს ის ახალი აბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვართან ნახეს. მას ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი