logo_geo
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სასიმამრომ დაჭრა
- +

31 მარტი. 2019. 15:15

 

 

ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით ერთი საათის წინ მოათავსეს.

 

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სასიმამრომ დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ბარძაყის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნება.

 

„შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი