logo_geo
ნარკოტიკები და სიტყვიერი შეურაცხყოფა - იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს
- +

6 აპრილი. 2019. 12:59

 

 

იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს. ისინი ამ დრომდე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში არიან დაკავებული და საქართველოში უკან გამოგზავნას ელოდებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საელჩო კავშირზეა იტალიელ სამართალდამცავებთან და ფაქტთან დაკავშირებით სრულად არის საქმის კურსში. 6 მოქალაქიდან, რომლებიც საზღვარზე არ შეუშვეს, საკონსულოს დახმარებისთვის მხოლოდ სამმა მიმართა.

 

რაც შეეხება არშეშვების მიზეზებს, იტალიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმყოფებოდნენ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“. იტალიის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარის თქმის ძირითად მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსი ინსპექტორის განცხადებით, ფიუმიჩინოს აეროპორტში გაჩერებული ექვსივე მოქალაქე უზრუნველყოფილია საკვებით, სასმელი წყლითა და ყველა საჭირო საშუალებით. ისინი იმყოფებიან უკან დასაბრუნებელთა სპეციალურ ოთახში და დაბრუნდებიან საქართველოში იმავე ავიაკომპანიის შემდეგი რეისით, რომელიც განხორციელდება ორ დღეში. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანს, ნარკოდამოკიდებულების გამო დასჭირდა სამედიცინო სტაციონარში გადაყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი