logo_geo
თელავში 15 წლის მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა
- +

10 აპრილი. 2019. 02:06

 

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა. ერეკლე მეორეს გამზირზე, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შედეგად დაშავდა მოპედზე მჯდომი მოზარდი, ის თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს.

 

ექიმის თქმით, დაშავებულს გამოკვლევები ჩაუტარდა, მას ფეხის წვივის დაზიანებები და თავის არეში ჭრილობა აქვს მიღებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი