logo_geo
ხობის რაიონის სოფელ საგვიჩიოში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 აპრილი. 2019. 17:55

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შედეგად „ჰონდას“ ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 

„მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა, მეორე მძღოლს კი ადგილზე გაუწიეს დახმარება, რომლის სტაციონარში გადაყვანა არ გახდა საჭირო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

big_banner
არქივი