logo_geo
ქუთაისში კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ქალი გარდაიცვალა
- +

19 აპრილი. 2019. 13:49

 

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

big_banner
არქივი