logo_geo
2018 წლიდან დღემდე საქართველოში გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულის 478 ფაქტი გამოვლინდა
- +

20 აპრილი. 2019. 14:39

 

 

საქართველოში 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი ამგვარი ქმედებების 478 ფაქტი გამოვლინდა. მონაცემები საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შსს-ს ცნობით, 478-დან 176 საქმეა გახსნილი.

 

რაც შეეხება დანაშაულის სახეებს, 2018 წელს და 2019 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც გულისხმობს, გაუპატიურებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, გამოძიება 26 ფაქტზეა დაწყებული.

 

იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო 4 ფაქტზე.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას შშმ პირის, არასრულწლოვნის, ორსული ქალის მიმართ, 2018 წლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, დანაშაულის 9 ფაქტი დაფიქსირდა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დანაშაულის 5 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – დანაშაულის 234 ფაქტია აღრიცხული.

 

141-ე მუხლით კი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, 2018 წლიდან მიმდინარე წლის თებერვლამდე პერიოდში, გამოძიება დაიწყო 93 ფაქტზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი