logo_geo
რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
- +

23 აპრილი. 2019. 12:09

 

„იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „Roma Today“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

 

პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

big_banner
არქივი