logo_geo
ლევან ჯიბღაშვილი: მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის
- +

23 აპრილი. 2019. 20:18

 

თბილისის რაიონულ სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

 

პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

ლევან ჯიბღაშვილმა პროცესზე სიტყვაც წარმოთქვა:

 

„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის", - თქვა მსახიობმა.

 

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. აღნიშნული მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

 

ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი