logo_geo
ლევან ჯიბღაშვილი: ყველაფერი ვაღიარე...
- +

24 აპრილი. 2019. 11:02

 

 

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მისარგებლია პირადი ურთიერთობებით“, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა განაცხადა.

 

„ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია და ფაქტიც სახეზეა, საიდანაც მე გამოვდივარ. რაც შეეხებ ჩემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ. ჩვეულებრივად მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ეს. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამაც“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

 

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

 

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I და IIIა ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.

 

 

big_banner
არქივი