logo_geo
საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

24 აპრილი. 2019. 13:41

 

 

საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის.

 

როგორც „ლე პარიზიენი“ წერს, ბოროტმოქმედები ფულს ბანკომატების გატეხვის გარეშე იპარავდნენ.

 

გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა, 30-ზე მეტ ბანკომატში ჰაკერული პროგრამის დახმარებით შეაღწია. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ამ მეთოდს 2018 წლის სექტემბრიდან მიმართავდნენ. ისინი პოლიციამ გასულ კვირას აიყვანა.

 

დაპატიმრებულია ბელარუსის, ლიეტუვასა და საქართველოს მოქალაქეები.

 

 

big_banner
არქივი