logo_geo
უფლისციხის სასაფლაოზე ერთმანეთის ცემის გამო მამა-შვილი პოლიციამ დააკავა
- +

3 მაისი. 2019. 14:38

 

უფლისციხის სასაფლაოზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე მამა-შვილი პოლიციამ დააკავა.

 

ოჯახის წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული შვილი, 28 წლის გიორგი ბიბილაშვილი, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა.

 

გორის რაიონული სასამართლო დაპირისპირებაში მონაწილე მამა-შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მამის, 1966 წელს დაბადებული იოსებ ბიბილაშვილის მიმართ სსკ-ის 126-ე 1-ლი პრიმა მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, 1990 წელს დაბადებულ გიორგი ბიბილაშვილს კი, ბრალი სსკ-ის 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლებით აქვს წარდგენილი.

 

დაკავებული მამა-შვილისთვის წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ბრალი პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დაკავებულების ახლობლების თქმით, მამა-შვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება ქონებრივ დავას უკავშირდება და ერთ-ერთ დაკავებულზე შემაკავებელი ორდერიც იყო გაცემული.

 

 

 

big_banner
არქივი