logo_geo
კენიელი ქალი თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს
- +

6 მაისი. 2019. 12:50

 

 

კენიელი ქალი თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს, სადაც ის დამხმარედ მუშაობდა, ძალადობაში ადანაშაულებს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ოჯახი, სადაც შუახნის ქალი დამხმარედ მუშაობდა, უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

 

კენიის მოქალაქე აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ქალი მიგრაციის დეპარტამენტში იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი