logo_geo
მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე, სიჩქარის გადაჭარბებასა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე სანქციები გაიზრდება
- +

6 მაისი. 2019. 13:47

 

 

„ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

 

„დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. გვაქვს მთელი რიგი ღინისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს სიკვდილიანობის ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, თუმცა 459 დაკარგული სიცოცხლე არის მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის ვამატებთ კამერებს - წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით 5 ათასამდე კამერა იქნება, სხვადასხვა ტიპის - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ .

 

ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება. ასევე, როგორც იცით, ვგეგმავთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა ამ საკანონდებლო პროექტის დავიწყოთ საგაზაფხულო სესის მსვლელობისას“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

რა რაოდენობით გაიზრდება საჯარიმო სანქციები და საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.

 

 

big_banner
არქივი