logo_geo
თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს
- +

6 მაისი. 2019. 15:35

 

 

თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

როგორც პირველ არხს ემერჯენსის ხელმძღვანელმა მაია მრელაშვილმა განუვხადა, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი