logo_geo
ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
- +

7 მაისი. 2019. 13:31

 

ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე, 3 მაისს, 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი,რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საწოლს მიჯაჭვული ცოლი კი დააჭრა, რომელიც დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ბრალდებული პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას.

 

 

 

 

big_banner
არქივი