logo_geo
სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
- +

7 მაისი. 2019. 17:26

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი იკითხება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიგინგზე გახდა ცნობილი.

 

უწყება ეჭვობს, რომ მორის მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის განხორციელების გზით რამდენიმე ადამიანის მკვლელობის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის თანამონაწილე უნდა იყოს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში“,- აცხადებენ სუს-ში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი