logo_geo
პირველი კადრები ანაკლიიდან, სადაც ავარიის დროს 7 მოზარდი დაშავდა
- +

16 მაისი. 2019. 23:42

 

 

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ პირველ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწრაფად მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ერთ-ერთი ადგილბრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.

 

ავტომობილში 7 ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. შვიდივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადგენენ. წინასწარი ცნობით, სამი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე დაშავებული 7 მოზარდიდან ერთი სანდრო ჭურღულიაა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ოჯახის მოთხოვნით, ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავთ. დაშავებულ გოგოს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი