logo_geo
რა გახდა ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი – შემზარავი დეტალები
- +

17 მაისი. 2019. 00:51

 

 

გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა, – ამის შესახებ ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

 

 

როგორც გუგუტიშვილი აღნიშნავს, მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, საქმის გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხნენ.

 

 

ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა თითოეულ დაზიანებასთან დაკავშირებით, მათ ხარისხებთან დაკავშირებით და უშუალოდ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხა, გამომძიებელი, რომელიც საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო და ჩატარებული აქვს არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული აქვს ექსპერტიზის დასკვნები. ასევე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი, – აღნიშნა გუგუტიშვილმა.

 

 

მისივე განმარტებით, ექსპერტმა გოგონას სხეულზე არსებულ დაზიანებებთან და სიკვდილის გამომწვევ მიზთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

 

 

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი