logo_geo
შსს: 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება
- +

20 მაისი. 2019. 16:54

შსს-ს ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოზარდების შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

 

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მეთორმეტე კლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი