logo_geo
კუს გადაგდების ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

20 მაისი. 2019. 18:17

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ბიჭი მაღალსართულიანი შენობიდან კუს აგდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

ამ ქმედებას სამართალდამცველებისგან რეაგირება მოჰყვა.

 

როგორც „imedinews“-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი