logo_geo
ლექტორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერეს
- +

22 მაისი. 2019. 19:09

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერეს.

 

უნივერსიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის საფუძველზე მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხს ეთიკის საბჭო შეისწავლის და გამორიცხული არ არის, გამოძიების დასრულებამდე ლექტორს შრომითი ხელშეკრულებაც შეუწყდეს.

 

საკითხზე დღეს განცხადება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძემაც გააკეთა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი, სწორედ ამ მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.

 

„მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ შევიწროებას, იძულებას და ძალადობას. რამდენადაც ჩემთვის არაოფიციალურად ცნობილია, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. დაველოდებით გამოძიების შედეგებს, ხელს არავის ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს. დაველოდებით გამოძიების შედეგებს და მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება თანამდებობის დატოვება და დეპუტატობიდან გაძევება“, -განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი