logo_geo
შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

23 მაისი. 2019. 18:04

 

შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

 

​პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურის პოზიცია გაიზიარა დაცვის მხარემ და ადვოკატი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დათანხმდა.

 

სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დედა 22 მაისს დააკავეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი