logo_geo
7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმის პროკურორი: არასრულწლოვანს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება
- +

23 მაისი. 2019. 18:31

 

7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ექსპერტიზა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარდება 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც.

 

მისივე თქმით, დანაშაულში ბრალდებულმა სასამართლოზეც დუმილის უფლება გამოიყენა.

 

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების არგუმენტები და განუსაზღვრა პატიმრობა. ბრალდებულმა დააფიქსირა პროცესზე, რომ იყენებს დუმილის უფლებას. ამ ეტაპზე საქმის მასალებზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა საქმის პროკურორმა.

 

ნანა გუგუტიშვილის თქმით, დაკავებამდე ბრალდებულმა გამოძიებას საკუთარი პოზიცია მიაწოდა, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ კი, დუმილის უფლებით ისარგებლა.

 

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი