ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანის ესპანეთში ექსტრადაცია მოხდა. ამის შესახებ „2020NEWS“-ს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
„40 დღე გავიდა. შესაბამისად ტარიელ ონიანის ესპანეთის სახელმწიფოში ექსტრადაცია მოხდა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, ტარიელ ონიანი რუსეთის კოლონიიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.