logo_geo
თბილისში ამწე „სუფთა სახლში“ შევარდა - დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი
- +

27 მაისი. 2019. 21:30

 

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოძრავი ამწე მაღაზია „სუფთა სახლში“ შევარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.


შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ გურამიშვილის გამზირზე, 7 ნომერში მოხდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის სხადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ.


მათივე ინფორმაციით, დაშავებულებიდან 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ერთი – მცირეწლოვანი ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი