logo_geo
სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
- +

30 მაისი. 2019. 17:31

 

 

სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

მოსამართლის განცხადებით, კვირიკაშვილს გაუუქმდება გირაო 15 ათასი ლარის ფარგლებში და  ყადაღა მოეხსნება მის სახლს.

 

ასევე, მერაბ კვირიკაშვილს დაუბრუნდება ავტომანქანა „BMW“, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

 

განაჩენის გამოცხადებას მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა.

 

საქმეზე სასამართლო სხდომა ორ წელზე მეტი მიმდინარეობდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

 

კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

 

2017 წლის ოქტომბერში კვირიკაშვილს სასამართლომ 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

 

 

big_banner
არქივი