logo_geo
გუდაურში ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა
- +

1 ივნისი. 2019. 18:53

 

 

გუდაურში, უბედური შემთხვევის შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ი.ნ. და ტურისტი, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი