logo_geo
დავით მათიკაშვილი: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაფასებელი არ არის
- +

3 ივნისი. 2019. 14:18

 

 

„ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაფასებელი არ არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, განაჩენი უნდა აღსრულდეს და აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი.

 

„კარგია, რომ ოჯახი მიესალმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. კომენტარიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ პირველად დაინახეს სამართლის აღსრულების რეალური შანსი და ამას მხოლოდ მივესალმებით. აქვე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ განცხადებასა და განწყობას, რომ ეს ფაქტი არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ სპეკულაციად და საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზეზად არ უნდა იყოს გამოყენებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი ისე გაგრძელდება და დასრულდება, რომ თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. რაც ყველაზე მთავარია, სამართალი აღსრულდება. ეს უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი