დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში სკოლის მასწავლებელს თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.
„27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელს, 1937 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.