logo_geo
დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელს არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ
- +

3 ივნისი. 2019. 18:17

 

 

დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში სკოლის მასწავლებელს თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

 

„27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელს, 1937 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი